სამაჯურები

10615542_10204731345336274_7981007660214776313_nქსოვას გავცდი და გადავწყვიტე, ბიჟუტერიის შექმნაში მეცადა ბედი. ჩემი პირველი სამაჯური ასეთი გამოვიდა ❤

ვფიქრობ, რომ ნაზი და უხეში მასალის შერწყმა ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

მაქმანები და მარგალიტები ქსოვაში

h1h1 ზუსტად ერთი წელია არაფერი დამიპოსტავს. სამაგიეროდ, ახალი დეტალები შემოვიტანე ქსოვაში. სანამ რამე რთულს ნაქსოვებზე დავწერდე პოსტს, წლევანდელი ზამთრის ქუდებს და კაშნეებს გაგიზიარებთ.

თქვენც სცადეთ, მარგალიტების და მაქმანების შემოტანა ძალიან მარტივია. სამაგიეროდ, განსხვავებულს და დახვეწილს გახდის თქვენს ნაქსოვებს 🙂

ყელსაბამი

il_570xN.455226501_4v3zიმის გამო რომ სამსახურის ამბებზე ვარ მთლიანად გადართული, როგორც ვაპირებდი, ჯერჯერობით ტუტორიალების და სხვადასხვა “ფათერნების” შესახებ პოსტებს ვერ ვწერ. მაგრამ პირობას ვდებ რომ უკვე მალე შევძლებ რამდენიმე კარგი და გამოსადეგი ტუტორიალის დაწერას რამდენიმე კარგი და ლამაზი ნაქსოვი “უზორის” (რომელიც სამწუხაროდ არ ვიცი ქართულად როგორ ითარგმნება) შესახებ. მანამდე კი აქსესუარების მოყვარულებს მინდა საკმაოდ საინტერესო იდეა  გაგიზიაროთ, რომელსაც Etsy.com-ის თვალიერებისას შემთხვევით წავაწყდი და რომელსაც, იმის მიუხედავად რომ ყელსაბამების დიდი მოყვარული არ ვარ, ალბათ ახლო მომავალში მაინც განვახორციელებ.  Continue reading

2 წელი

“ისტორიას” გადავხედე და  დავთვალე ჩემი ნაქსოვები (მხოლოდ სვიტრები) 2013-დან დღემდე, 12 სვიტრი მომიქსოვია, რადგან 2012-ში ჩხირებისთვის ხელი არ მიხლია, გამოდის 12 სვიტრი 2 წელში მოვქსოვე. ზოგიერთს, რომლებიც ვინმესთვის არ მიჩუქებია და მე შემომრჩა, ფოტოები გადავუღე და აი ისინიც:

47

1604647_10202118738902746_8592486032_n15094_10202118738622739_1552480208_n

This slideshow requires JavaScript.

უკრაინა! უკრაინა!

რამდენიმე დღე ვფიქრობდი როგორ შემეძლო უკრაინის აქციებისა და უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერის გამოხატვა, ერთ მშვენიერ საღამოს კი, როცა ქუჩაში ვსეირნობდი და თან ინგრესს ვთამაშობდი, ასეთი იდეა მომივიდა – მომექსოვა ქუდი უკრაინის დროშის ფერებით. სახლში მოსვლისთანავე შევუდექი ქსოვას და დილისთვის ქუდი უკვე მზად მქონდა.

ქუდისთვის საშუალოდ 90-100 თვლის აღებაა საჭირო (დამოკიდბულია ძაფის სისქეზე) გრეხილები კი, რომელიც ფოტოზე ჩანს, რამდენიმე თვალის ერთმანეთზე გადატარებით კეთდება. ქუდზე 6 თვალია “წაღმა” მხრიდან მოქსოვილი და 8 “უკუღმა”. 6 “წაღმა თვლიდან 3 ცალკე ჩხირზე უნდა გადმოიტანოთ, შემდეგი 3 მოქსოვოთ და ისევ პირველ სამს დაუბრუნდეთ. ასეთი რაღაც რამდენიმე რიგის დაშორებით უნდა გააკეთოთ.

1453370_10201805467831165_2012354742_n960090_10201808908197172_1313774432_n

სანიშნი

600144_4653871004940_716829751_n წინა პოსტებში “პომ-პომებზე” და ქსოვის ყველაზე მარტივ “უზორზე” ვთქვი ორიოდე სიტყვა. ამ პოსტში კი, მინდა მათი ბევრი დანიშნულებიდან ერთ-ერთზე დავწერო. მაგალითად პომ-პომები, იმის გარდა რომ შეიძლება ქუდზე მივამაგროთ, ასევე წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სანიშნებად. დამზადების “ტუტორიალი” წინა პოსტშია.

გარდა ამისა, სანიშნების მოქსოვაც შეიძლება. დამწყებებისთვის ყველაზე მარტივი მოსაქსოვი ჰარი პოტერის კლუბების სანიშნებია 🙂 ორი ფერის ერთმანეთში გამოქსოვაა მხოლოდ საჭირო, სამაგიეროდ პოტერის შვიდივე ტომისთვის ლამაზი და ფერადი სანიშნების ქონა ერთი დიდი ბედნიერებაა.

This slideshow requires JavaScript.

Pom Poms

6a011570601a80970b0162fd1389e7970d-800wiპომ – პომებს მე ძირითადად ქუდებისთვის ყიყენებ, მაგრამ, სხვა ბევრი რამისთვისაც შეიძლება გამოყენება. მთავარი ის არის, რომ მისი შექმნა იციდეთ.

პომ-პომის გაკეთება ძალიან მარტივია – საჭიროა სასურველი რაოდენობის ძაფის შემოხვევა სასურველი სისქის ნივთზე (დამოკიდებულია იმაზე, რამხელა უნდა გამოვიდეს პომ-პომი) შემდეგ ამ ძაფების ერთად შეკვრა და მაგრად გამოკვანძვა და კვანძის საპირისპირო მხრიდან გაჭრა. სულ ეს არის. კარგი იქნება თუ ძაფს, რომლითაც პომ-პომს გაკვანძავთ, ცოტა გრძელს აიღებთ, რომ შემდეგ მისი მიკერება რაიმეზე უფრო მარტივი იყოს.

How-To-Make-a-Yarn-PomPom

ჭიქის “გამათბობლები”

large (1)ზამთარში, როცა ძალიან ცივა ფანჯარასთან ჯდომას და ცხელი ჩაის/ყავის/შოკოლადის სმას არაფერი სჯობს. როცა გარეთ თოვს და თბილი სვიტრი გაცვია, ხელში ფინჯანი გიჭირავს და თბილი სახლიდან აკვირდები ზამთრის სიცივეს.

ასეთი დღეებისთვის სპეციალური განწყობაა საჭირო. მე განსაკუთრებულ განწყობებს პატარა, თითქმის შეუმჩნეველი დეტალები მიქმნიან. მაგალითად ისეთი, თუ როგორ გამოიყურება ჩემი ფინჯანი. ერთხელ, etsy.com-ის თვალიერებისას ძალიან ლამაზ და მარტივ “ჭიქის გამათბობლებს” წავაწყდი. მათ მოქსოვას ცოტა დრო სჭირდება. სამაგიეროდ, ლამაზ “ტანსაცმელში” ჭიქები უფრო ლამაზები ხდებიან და ყავის დალევაც მათით უფრო სასიამოვნოა. მითუმეტეს, შეგიძლიათ თქვენი სახელი, საყვარელი ფრაზა ან რაიმე განსაკუთრებულიც დააწეროთ ან დაახატოთ თქვენს “ჭიქის გამათბობელს”.

მათი მოქსოვა ჩვეულებრივი, ყველაზე მარტივი “უზორითაც” კი შესაძლებელია, მთავარია ქსოვის დაწყებისას ზუსტად გაზომოთ ჭიქის გარშემოწერილობა და თვლები შესაბამისად აიღოთ. ფოტოზე გამოსახულ ფინჯანს კი გრეხილები აქვს, რომელზეც წინა პოსტში ძალიან ზედაპირულად ვთქვი ორიოდ სიტყვა და რომელზეც აუცილებლად დავწერ მომდევნო პოსტში.

This slideshow requires JavaScript.

ქსოვა და ჰარი პოტერი

1477971_10201968125297500_894221793_n1531984_10201968121217398_1895622834_n

არ ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ჰარი პოტერი წაიკითხა და უზომოდ არ შეუყვარდა. ამიტომ, ვფიქრობ, ცივ ზამთარში გრიფინდორის კაშნესა და ქუდის მოქსოვა გენიალური გადაწყვეტილებაა. მართალია გრიფინდორი ჩემი საყვარელი კლუბი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოტერომანების უმეტესობა სწორედ ამ კლუბს ანიჭებს უპირატესობას.

გრიფინდორის კაშნეს მოქსოვა ქუდთან შედარებით მარტივი, მაგრამ ასევე ქუდთან შედარებით ხანგრძლივი პროცესია. კაშნე “წაღმა” და “უკუღმა” თვლებისა (ე.წ. რეზინა) და ორი ფერის ძაფის კომბინაციით იქსოვება. კაშნეს მოსაქსოვად ეს “უზორი” (არ ვიცი ქართულად როგორ ჰქვია, თუ ვინმე მეტყვის, რამეს მოვუქსოვ :დ) საუკეთესოა, რადგან ძაფის შეცვლისას მხოლოდ ამ “უზორზე” არ რჩება გარდამავალი ხაზები და ნაქსოვს გვერდები არ ეპრიხება.

ქუდი სიკვდილის საჩუქრების გამოსახულებით აქამდე არსად მინახავს, იმის მიუხედავად რომ ჰარი პოტერის თემაზე ნაქსოვი ქუდები დიდ ხანს ვეძებე. მოქსოვა რთული არ არის, საჭიროა მხოლოდ ზუსტი ნახაზის გაკეთება უჯრედებიან ფურცელზე, სადაც თითო უჯრა თითო თვალს უდრის, ქსოვისას კი ამ თვლების შესაბამისი ფერით გამოქსოვაა საჭირო.

პ.ს. თუკი გადაწყვეტთ მოქსოვას და მეტი დეტალი დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ, ნუ მოგერიდებათ 🙂

პ.პ.ს. პირველივე შესაძლებლობისთანავე გადავუღებ ჩემ დახაზულ სქემას ფოტოს და ჩავამატებ პოსტში.

“თეთრი” ბაფთა

ribbonყველაზე მარტივი და თითქოს უსახური “წაღმა თვლებით” ნაქსოვითაც კი შეიძლება რაღაც ლამაზის გაკეთება.

ნაქსოვი ბაფთები და აბადოკები ძალიან ლამაზი, პრაქტიკული და მარტივი გასაკეთებელია. საჭიროა მხოლოდ წაღმა თვლებით სასურველი ზომის მართკუთხედის მოქსოვა, ძაფის შემოჭერა და თმის სამაგრზე ბაფთის მიკერება.

მოგწონთ ასეთი აქსესუარები?

This slideshow requires JavaScript.